საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

განხორციელებული პროექტები

წიგნის საახალწლო ფესტივალი

16-18 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის მერიისა და თიბისის მხარდაჭერით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართა.

წიგნის საახალწლო ფესტივალი აერთიანებს ასოციაციის მიერ დაფუძნებულ წიგნის საახალწლო ფესტივალსა და 2021 წელს, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსებულ საბავშვო წიგნის ფესტივალს. 

 

ფესტივალში მონაწილეობას 50-ზე მეტი ორგანიზაცია იღებდა, მათ შორის საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, ასევე სხვადასხვა სახის საბავშვო და საახალწლო აქსესუარების, სუვენირებისა თუ სათამაშოების მწარმოებელი კომპანიები. განსაკუთრებული ყურადღება საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას ეთმობოდა.

 

გარდა წიგნების გამოფენა-გაყიდვისა, ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლიტერატურულ პროგრამას. მთავარ სცენაზე სამი დღის განმავლობაში იმართებოდა საბავშვო-საყმაწვილო წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ავტორებთან, ასევე, სპეციალურად მოწყობილ საბავშვო სივრცეში მოეწყო ვორქშოპები და სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები. 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები