საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

რა არის GPBA?

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად. ასოციაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთაც.

ასოციაცია დიდ როლს თამაშობს საქართველოში წიგნის სექტორის განვითარებაში.

საქართველოში რეგისტრირებულ წიგნის გამომცემელთა დაახლოებით 80% ასოციაციის წევრია.

ასოციაცია განსაზღვრავს და იცავს წიგნის სექტორის ინტერესებს, საავტორო უფლებებსა და ბეჭვდის თავისუფლებას საგამომცემლო სფეროში. ასოციაციამ შექმნა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ასევე კანონმდებლობა წიგნის სექტორში პირობების გაუმჯობესების მიზნით.

 

ასოციაციის მიზნებია:

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საერთო ინტერესების გამოხატვა და დაცვა თავისუფალი ბაზრისა და თანაბარი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით;

გამოცემის თავისუფლების დაცვა;

საავტორო უფლებების დაცვა;

პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნა და დამკვიდრება;

წიგნის სექტორის, როგორც დარგის წარმომადგენლობა ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით;

წიგნის სფეროში დარგის განვითარებისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და სრულყოფის ხელშეწყობა;

ეროვნული და საერთაშორისო წიგნის ბაზრობების, ფესტივალების, წიგნისა და საავტორო უფლებათა დღის, წიგნთან დაკავშირებული სხვა პროფესიული ღონისძიებების ორგანიზება და მათში ქართველ გამომცემელთა თუ გამავრცელებელთა მონაწილეობის ხელშეწყობა.

პარტნიორები