საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

გახდი წევრი

წევრობა

ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე, რომლის საქმიანობა არის საგამომცემლო საქმიანობა ან/და წიგნით ვაჭრობა, რომელიც ეთანხმება ასოციაციის წესდებას და აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებს:

გამომცემლის შემთხვევაში:

ა. გამოცემული აქვს მინიმუნ 3 წიგნი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში (მათ შორის ელექტრონული), რომელსაც მინიჭებული აქვს ISBN;

ბ. იცავს საავტორო უფლებებსა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს; იცავს სექტორის ინტერესებს და კოლეგიალობის პრინციპებს.

 წიგნით მოვაჭრის შემთხვევაში:

ა. ვაჭრობს წიგნებით (მათ შორის ელექტრონული), უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ავრცელებს მინიმუმ 20 დასახელების წიგნს, რასაც ადასტურებს მომწოდებლ(ებ)ის მიერ გაცემული წერილობითი ფორმის დოკუმენტი;

ბ. იცავს საავტორო უფლებებსა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს; იცავს სექტორის ინტერესებს და კოლეგიალობის პრინციპებს.

ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე განაცხადს წარადგენს მხოლოდ მსურველი სუბიექტის უფლებამოსილი პირი. განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულადაც.

გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან პირველივე გამგეობის სხდომაზე. გამგეობა ადგენს პირის წევრად მიღების პროცედურას, საწევრო გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს და ადგენს გაწევრიანების განცხადების ფორმას.

ასოციაციის ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლება-მოვალეობები და სარგებლობს ერთნაირი შეღავათებით ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტებში.

ფიზიკური პირი, საქართველოში საგამომცემლო საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ასოციაციის საქმიანობის აქტიური მხარდაჭერისათვის, ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ასოციაციის საპატიო წევრის წოდება. საპატიო წევრი არ სარგებლობს ხმის უფლებით საერთო კრებაზე და მასზე არ ვრცელდება ასოციაციის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

გაწევრიანების მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ვებ-გვერდზე მითითებული საკონტაქტო მონაცემების საშუალებით: http://gpba.ge/ge/contact/

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები