საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

წიგნის საახალწლო ფესტივალის საბავშვო სივრცის პროგრამა

გიზიარებთ საბავშვო პროგრამას, რომელიც წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურად მოწყობილ საბავშვო სივრცეში, ექსპო ჯორჯიას მე-4 პავილიონში დაგხვდებათ. 

პარასკევი, 16 დეკემბერი

15:00 - 16:00 „კაპიტანი ტრიკოს“ გამოსახულებით სანიშნეების დამზადების ვორქშოპი, სულაკაურის გამომცემლობა, ასაკი: 6 +

16:00 - 18:00 სასწავლო ცენტრ ლოგიკმეტრის შეჯიბრი/გათამაშება, ასაკი: 5-13

შაბათი, 17 დეკემბერი

14:00-15:00 ვორქშოპი - „შექმენი საკუთარი გულსაბნევი” ილუსტრატორ ანა ჩუბინიძესთან ერთად, ასაკი: 3 +

15:00 - 16:00 ნაძვის ხის სათამაშოების დამზადებისა და დახატვის ვორქშოპი „მერი პოპინსის“ გმირების თემაზე მხატვარ ია გიგოლაშვილთან ერთად, გამომცემლობა დიოგენე, ასაკი: 5 +

16:00  - 17:00 საახალწლო გამოსახულებების შექმნა მონოტიპიის ტექნიკით ილუსტრატორ ეკა ტაბლიაშვილთან ერთად, ასაკი: 6 +

17:00 – 18:00 საახალწლო ორცხობილების მოხატვისა და გაფორმების ვორქშოპი თამაშობანასთან ერთად, ასაკი: 3+

კვირა, 18 დეკემბერი

13:00 – 14:00 საბავშვო მინიატურული მასტერკლასი გიორგი ლიპარიშვილთან ერთად, პატარა წიგნების, ბლოკნოტების, სტიკერების დამზადება, ასაკი: 5-10

15:00 – 16:00 საახალწლო ორცხობილების მოხატვისა და გაფორმების ვორქშოპი თამაშობანასთან ერთად, ასაკი: 3+

16:30 – 17:30 საახალწლო გამოსახულებების შექმნა მონოტიპიის ტექნიკით ილუსტრატორ თათია ნადარეიშვილთან ერთად, ასაკი: 6 +

საახალწლო ფესტივალის სამივე დღეს, ფესტივალზე მოსულ პატარებს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, სახის მოხატვა შეეძლებათ.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები