საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

ისტორია

1996 წელს დაფუძნდა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

1997

ჩატარდა თბილისის წიგნის პირველი ფესტივალი ევრაზიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

შეიქმნა ქართულ გამომცემლობათა (და სტამბათა) პირველი კატალოგი, რომელიც გამოიცა ღია საზოგადოება ქართული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (OSGF).

ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი _ „საავტორო უფლებების დაცვა შვედეთში“.

დაარსდა ნაციონალური სააგენტო ISBN ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ.

წიგნის ასოციაცია წარდგენილი იყო საფრანგეთის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე.

1998

გამოქვეყნდა პირველი ეროვნული ბიბლიოგრაფია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფინანსური მხარდაჭერით.

1999

პროექტი სახელწოდებით: „ ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის გაუმჯობესება“ დაფინანსდა ევრაზიის ფონდის მიერ.

2000

ჩატარდა თბილისის წიგნის ფესტივალი ევრაზიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სემინარი- „გამომცემელთა მოთხოვნები“ , ორგანიზებული ღია საზოგადოება-ბუდაბეშტის ინსტიტუტის მიერ (OSI-Budapest).

2001

სემინარები- „საავტორო უფლებები“ და „ინდივიდუალური განათლება“, ორგანიზებული ღია საზოგადოება-ბუდაბეშტის ინსტიტუტის მიერ (OSI-Budapest)

თბილისის წიგნის ფესტივალი OSGF-ის ფინანსური მხარდაჭერით.

სემინარი- „მარკეტინგი და დისტრიბუცია წიგნის სექტორში“, ჩატარდა საფრანგეთის ყოველწლიური წიგნის ფესტივალის და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.

სემინარი- „წიგნის გამომცემლობა“, ორგანიზებული ღია საზოგადოება-ბუდაბეშტის ინსტიტუტის მიერ (OSI-Budapest).

2002

სემინარი- „პროფესიული ეთიკის კოდექსი“- OSI-ბუდაპეშტის ფინანსური მხარდაჭერით.

თბილისის წიგნის ფესტივალი ჩატარდა ევრაზიის ფონდის ფინანსური დახმარებით.

2003

თბილისის წიგნის ფესტივალი, ჩატარდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისა და ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური პარტიის ფინანსური მხარდაჭერით.

2004

თბილისის წიგნის ფესტივალი, ჩატარდა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

2005

ჩატარდა თბილისის წიგნის ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

გაუმჯობესდა და განახლდა პროექტი: „საქართველოს ბიბლიოთეკის წიგნის საცავი“.

2006

ჩატარდა თბილისის წიგნის ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

2007

ჩატარდა თბილისის წიგნის ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული სტენდი, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ გამომცემლობათა წიგნების ექსპორტსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე.

2008

ჩატარდა შავი ზღვის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ფარგლებში გაიმართა:

სემინარები: „ურთიერთობების გაუმჯობესება“; „ინფორმაციულობის ამაღლება: გზა წარმატებული ინტეგრაციისთვის საერთაშორისო საგამომცემლო პროცესში“. ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ ევრაზიის ფონდი, ღია საზოგადოება- საქართველო და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

კვლევა: „წიგნის მოთხოვნილება საქართველოში“ მომზადდა და გამოიცა ევრაზიის ფონდის, ღია საზოგადეაბა_საქართველოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გახდა საერთაშორისო გამომცემელთა ასოციაციის (IPA) სრულუფლებიანი წევრი.

ჩატარდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული სტენდი, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ გამომცემლობათა წიგნების ექსპორტსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე.

2009

საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო კომნფერენცია დასპონსორდა World Intellectual Property Organization და საერთაშორისო გამომცემელთა ასოციაციის მიერ (WIPO; IPA; IFFRO).

ჩატარდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული სტენდი, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ გამომცემლობათა წიგნების ექსპორტსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე.

2010

ჩატარდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული სტენდი, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ გამომცემლობათა წიგნების ექსპორტსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე.

2011

პარტნიორები