საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

სახელმძღვანელოების გამომცემელთა ფორუმი საქართველოში ჩატარდა

13 და 14 თებერვალს სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა 

გამომცემლებმა განიხილეს გლობალურ საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული სხვადასხვა საკითხი, კერძოდ, საგანმანათლებლო გამოცემების გამოწვევები ციფრულ ეპოქაში, 2020 წლის სამოქმედო გეგმები, სხვადასხვა ქვეყნის სიახლე. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავამ წარმოადგინა სახელმძღვანელოების ქართულ ბაზარზე მიმდინარე სიტუაციის მიმოხილვა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო როგორც 20-მდე უცხოელმა სტუმარმა, ასევე ქართველმა გამომცემლებმაც.

IPA-ს (გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია) სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმი ერთადერთი გლობალური ფორუმია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება და აერთიანებს სახელმძღვანელოების პროფესიონალ გამომცემლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები