საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმი თბილისში

საქართველო პირველად უმსპინძლებს სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმს

IPA-ს (გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია) სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმი ერთადერთი გლობალური ფორუმია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება და აერთიანებს სახელმძღვანელოების პროფესიონალ გამომცემლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ფორუმის საქართველოში ჩატარების ინიციატივით გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მიმართა. ფორუმის საქართველოში გამართვის მიზანია ქართული სახელმძღვანელოების ბაზრის განვითრების ხელშეწყობა, ქართველი და უცხოელი გამომცემლების ურთიერთთანამშრომლობა და სექტორში საქართველოს იმიჯის გამყარება მსოფლიოს მასშტაბით. ფორუმის ფარგლებში თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 20-მდე  გამომცემელი ეწვევა.

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები