საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

დედა ენის დღე

14 აპრილს, დედაენის  ბაღში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით დედა ენის დღის აღსანიშნავი  ღონისძიებები გაიმართა. 

დილის 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე  დედაენის ბაღში  სადაც მოწყობილი იყო სხვადასხვა სივრცეები, დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ენის დღესთან დაკავშირებით. მოეწყო წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა, პარალელურ რეჟიმში გაიმართა წიგნების პრეზენტაციები, რომელთა ავტორებმა ამონარიდები წაიკითხეს საკუთარი წიგნებიდან. დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო, საკუთარი ხელით დაემზადებინა და  ქართული ასოები. 19:00 საათზე კი გაიმართა დათო ევგენიძის კონცერტი  „ანიდან ჰოემდე“, რომელიც დედაენის დღეს ეძღვნებოდა.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები