საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

"პირველი ზარი" მთაწმინდის პარკში

პირველი ზარი მთაწმინდის პარკში

13 სექტემბერს, 13:00 საათზე,  ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდება ღონისძიება „პირველი ზარი“.

მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე განთავსებული სცენა დაიტვირთება სხვადასხვა გასართობი სანახაობებით. სტუმრებს საშუალება მიეცემათ თავად მიეღონ მონაწილეობა აქტივობებში. ასევე გაიმართება კონცერტი, თეატრალური წარმოდგენა, სპორტული შეჯიბრებები და გათამაშებები.

ღონსძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, სხვადასხვა გამომცემლობები, რომლებიც პარკის ცენტრალურ მოედანზე გამართავენ წიგნის გამოფენა გაყიდვას, სადაც მკითხველს ფასადაკლებებს და სასაჩუქრე პაკეტებს შესთავაზებენ.

ასევე პარკში სტუმრად მყოფ ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა გამომცემლობის მიერ დაწესებული პრიზები, გაკვეთილების ცხრილები და სხვა სასკოლო ნივთები. 

ფოტო გალერეა
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები