საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

განხორციელებული პროექტები

წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" მეორედ გაიმართა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 2-3 ივლისს, წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართა. პროექტი განხორციელდა წალენჯიხის განვითარების ფონდის მხარდაჭერით. 

 

ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, 2 ივლისს წიგნების გამოფენა-გაყიდვა, 20-მდე გამომცემლობის მონაწილეობით, წალენჯიხაში, გრანელის პარკში გაიმართა. 

 

წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა, ადგილობრივ მკითხველს მრავალფეროვანი ლიტერატურულ პროგრამა დახვდა. გაიმართა დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები, საჯარო ლექციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან,  

 

ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის სპეციალური ჯილდო ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პოეტსა და ფოლკლორისტს, ეთერ თათარაიძეს.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები