საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

დაიწყო რეგისტრაცია უცხოელი გამომცემლებისთვის რეგიონულ საგამომცემლო კონფერენციაზე

11-12 აპრილს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და  "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ერთობლივი ინიციატივით, გაიმართება კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული საგამომცემლო კონფერენცია.

რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ოცდაათამდე გამომცემელი და სფეროს ექსპერტი ესტუმრება არა მხოლოდ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა), არამედ ევროპიდან და ამერიკიდანაც. უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, კონფერენციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, უკრაინელი მონაწილეები კონფერენციას ონლაინ შემოუერთდებიან, შესაბამისად, ღონისძიება ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. რუსეთი კი, რომელიც ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნებს მიეკუთვნება, ბოიკოტის ნიშნად, კონფერენციაზე მოწვეული არ იქნება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA)  და „პენ ამერიკის“ წარმომადგენლებიც. 

კონფერენცია, ძირითადად, პანელ-დისკუსიების ფორმატში წარიმართება და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • თარგმანები რეგიონიდან: როგორ შეუძლიათ "პატარა" ენობრივ კულტურებს  "დიდ" ენობრივ კულტურებში საკმარისი საკითხავი სივრცის მოპოვება;
  • გამოცემის თავისუფლება: ცენზურის გამოწვევები რეგიონში;
  • საავტორო უფლებების საკითხები და კოვიდ პერიოდის გავლენა საავტორო უფლებებზე;
  • როგორ გავყიდოთ საავტორო უფლებები?
  • წიგნის რეგიონალური ბაზრობები, როგორც კულტურული ჰაბები;
  • ლიტერატურა საომარი ზონებიდან;
  • კითხვის ხელშეწყობა და პოპულარიზება;
  • წიგნის მაღაზიები და წიგნებით ვაჭრობა რეგიონებში - პანდემიის გამოწვევები: ონლაინ გაყიდვები;
  • წიგნის რედაქტორები: უცხოური ლიტერატურის არჩევა და ადგილობრივი თანამედროვე მწერლების პოპულარიზაცია;
  • წიგნის მარკეტინგი; დამოუკიდებელი და მცირე გამომცემლების გამოწვევები;

კონფერენციას გახსნიან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა; „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ბოდურ ალ ქასიმი.

კონფერენციაში მონაწილეობენ:

გამომცემლელთა მსოფლიო ასოციაცია

  • ხოსე ბორგინო - გენერალური მდივანი
  • ჯეიმს ტეილორი - დირექტორი კომუნიკაციებისა და გამოცემის თავისუფლების მიმართულებით
  • ჯესიკა ზენგერი - გერმიის გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარე. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის საავტორო უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე.
  • ტრასვინ ჯიტიდეჩარაკი - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გამოცემის თავისუფლების კომიტეტის წევრი, გამომცემელი.

პენ ამერიკა

  • პოლინა სადოვსკაია ამერიკის პენცენტრის ევრაზიული პროგრამის დირექტორი

აშშ

  • ედვარდ ნავოტკა -Publishers Weekly, საერთაშორისო და წიგნის გამავრცელებელთა მიმართულების რედაქტორი
  • პორტერ ანდერსონი - Publishing Perspectives, მთავარი რედაქტორი

დიდი ბრიტანეთი

  • ემა ჰაუსი - საერთაშორისო საგამომცემლო კონსულტანტი

საქართველო

  • თინათინ ბერიაშვილი - საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი
  • ზვიად კვარაცხელია - გამომცემლობა "ინტელექტის" და "არტანუჯის" მთავარი რედაქტორი, მწერალი
  • თინა მამულაშვილი - გამომცემელი, "სულაკაურის გამომცემლობა"
  • ნატაშა ლომოური - მწერალთა სახლის დირექტორი
  • ირაკლი კაკაბაძე - მწერალი
  • პაატა შამუგია - საქართველოს პენ ცენტრის პრეზიდენტი, მწერალი
  • ირაკლი გაგნიძე - "ბიბლუს ჯგუფის" პარტნიორი და დირექტორი
  • ნატა ძველიშვილი - გამომცემლობა "ინდიგოს" დირექტორი

უკრაინა

  • კოზლოვეცი - საერთაშორისო ფესტივალი წიგნის არსენალის“ კოორდინატორი
  • ბოგდანა ნებორაკი - „The Ukrainians“, მთავარი რედაქტორიიულია 
  • ოქსანა ხმელიოვსკა - საერთაშორისო ფესტივალი „წიგნის არსენალი“, პროფესიული განვითარების პროგრამის კურატორი
  • ანრეი კურკოვი - პენ უკრაინის პრეზიდენტი

თურქეთი

  • მერვე დილერი - ლიტერატურული სააგენტო კალემი“ (უცხოენოვანი არამხატვრული გამოცემებილიტერატურული აგენტი
  • მეჰმეთ ერკურტი - Can Çocuk Yayınları (საბავშვო წიგნების გამომცემლობა), რედაქტორი, მთავარი რედაქტორის მოადგილე
  • რუიამ ილმაზი -წიგნის მაღაზია "Gergedan Kitabevi", მფლობელი და მენეჯერი

სომხეთი

  • არმენ მარტიროსიანი - გამომცემლობა ანტარესი, აღმასრულებელი დირექტორი
  • არევიკ აშხაროიანი - ლიტერატურულ ფონდი „არი“ დამფუძნებელი და ლიტერატურული აგენტი
  • არმენ ოჰანიანი - პენ სომხეთის პრეზიდენტი

აზერბაიჯანი

  • ნიგარ კოჩარლი -მაღაზიათა ქსელისა და საგამომცემლო სახლ „ალი და ნინოს“ აღმასრულებელი დირექტორი და დამაარსებელი
  • შაჰბაზ ხუდუოღლუ - საგამომცემლო სახლ „ქანუნის“აღმასრულებელი დირექტორი და დამაარსებელი
  • გუნელ მოვლუდი (იმანოვა) - მწერალი

რუმინეთი

  • დენ კროიტორუ - საგამომცემლო სახლი „პოლირომი“, სარედაქციო მიმართულების დირექტორი
  • ბოგდან-ალექსანდრუ სტანესკუ - რედაქციის დირექტორი, საგამომცემლო სახლი „პანდორა M“
  • მიჰაი მიტრიჩა - რუმინეთის წიგნის გამომცემელთა ასოციაცია (AER), აღმასრულებელი დირექტორი

ბულგარეთი

  • სვეტლოზარ ჟელევი - წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი
  • დესისლავა ალექსიევა - ბულგარეთის გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარე
  • მანოლ პეიკოვი - გამომცემელი, გამომცემლობა "ჯანეტ 45"

 

ღონისძიებას სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზი უმასპინძლებს.

კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია უკვე გაიარა 50-მდე ქართველმა გამომცემელმა. ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია უცხოელი გამომცემლობებისთვის, რომლებსაც რეგისტრაციის გავლა 1 აპრილამდე შეუძლიათ მოცემულ ბმულზე - https://forms.gle/ShqgzpEwxwqy1BUJA

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები