საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

წევრები

ინფორმაცია

ელვა,ჯი

სადისტრიბუციო კომპანია

საგამომცემლო პრიორიტეტი: წიგნების დისტრიბუცია

საკონტაქტო პირი: ჯული ჭელიძე

მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი, 95; თბილისი

ტელ: +995599995556

ელ. ფოსტა: j.chelidze@elva,ge

ვებ-გვერდი: http://www.elva.ge/

უფლებების მენეჯერი: ჯული ჭელიძე


აღწერა:

„ელვა.ჯი“ დაარსდა  2000 წლის 1 აგვისტოს. თავდაპირველად ფუნქციონირებდა როგორც „პალიტრა მედიას“ შვილობილი კომპანიის - შპს „ელვასერვისის“ ჟურნალ-გაზეთების გამოწერის სამსახური. 2004 წლიდან ამ მიმართულებას დაემატა ჟურნალ-გაზეთების იმპორტი. 2009 წლიდან კომპანიამ დაიწყო ქართული და უცხოური წიგნების გავრცელება ადგილზე მიტანით. 2011 წლიდან კომპანია ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი. კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებებია: ქართული ჟურნალ-გაზეთების და წიგნების გავრცელება ადგილზე მიტანით საქართველოს ყველა რეგიონში; უცხოური ბეჭდური და ელექტრონული ჟურნალ-გაზეთების და წიგნების იმპორტი და გავრცელება (როგორც საბითუმო, ისე საცალო); საკურიერო მომსახურება თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. კომპანია თანამშრომლობს საქართველოს თითქმის ყველა გამომცემლობასთან,  და ავტორთან და მომხმარებელს აწვდის გაყიდვაში არსებულ ნებისმიერ წიგნს და პერიოდულ გამოცემას. "ელვა.ჯი“ არის როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სამეცნიერო და აკადემიური გამოცემების უმსხვილესი გამავრცელებელი საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ასამდე გამომცემლობასთან და გამავრცელებელ ორგანიზაციასთან.

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები