საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

განხორციელებული პროექტები

მარტინ პარის „თბილისი“

პროექტის „Tbilisi City Book - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა“ ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების ერთობლივი კომპანიის „Magnum Photos“ ფოტოგრაფი, მარტინ პარი ფოტოების გადასაღებად თბილისს ესტუმრა და სწორედ მისივე ავტორობით შეიქმნა ფოტო წიგნი „თბილისი“, რომელშიც თავმოყრილია ჩვენი ქალაქის ფოტოები და თან ერთვის აკა მორჩილაძის ესეი თბილისის შესახებ. აღნიშნული ფოტოები პროექტ „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის საპატიო სტუმარი ქვეყანა - საქართველოს“ ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 10-14 ოქტომბერს, საპატიო სტუმრის ცენტრალურ პავილიონში გამოიფინა, მოეწყო კონცეპტუალური გამოფენა თბილისის შესახებ და აქვე გაიმართა წიგნის პირველი პრეზენტაცია საერთაშრისო საზოგადოების წინაშე.

წიგნი გერმანულმა გამომცემლობა „Prestel Verlag“-მა გამოსცა და მათივე ძალისხმევით, არა მხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, რაც, ცხადია, ხელს უწყობს თბილისის ცნობადობის გაზრდას. გამოფენის დახურვის შემდეგ, ფოტო ალბომის 500 ეგზემპლარი საქართველოშიც გამოიგზავნა.

პროექტის „Tbilisi City Book - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა“ ორგანიზატორები არიან თბილისის მერია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

პროექტს პარტნიორობა გაუწიეს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და „თი ბი სი“ ბანკმა.

პარტნიორები