საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის XXIII საერთაშორისო ფესტივალი ბლოგერების კონკურსს აცხდებს

თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი აცხადებს ბლოგერების კონკურსს!

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბლოგერს. ავტორი უნდა ეხმაურებოდეს 2020-2021 წლებში ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს.

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის ბლოგები, რომლებიც დაიწერა თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერების კონკურსის ფარგლებში და გამოქვეყნდა 2021 წლის 26 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

საკონკურსო ტექსტს აუცილებელია ახლდეს შემდეგი წარწერა: “დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის”

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 10.06.2021

რეცენზიის გამოქვეყნებისას, გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი მონიშვნები:

Georgian Publishers and Booksellers Association/საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

Tbilisi International Book Festival/თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური. საუკეთესო ბლოგები შევა თბილისის წიგნის XXIII საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში და გამოქვეყნდება ფესტივალის ვებ გვერდზე: www.tbilisibookfestival.ge

ფესტივალის ორგანიზატორმა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ, საუკეთესო სამი ბლოგის ავტორებისათვის დააწესა პრიზები – ვაუჩერები, რომლითაც გამარჯვებულები ფესტივალის ფარგლებში შეძლებენ წიგნების შეძენას:

 I ადგილი – 150 ლარი;

 II ადგილი – 100 ლარი;

 III ადგილი – 50 ლარი.

მონაწილეობის მისაღებად ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@gpba.ge, არაუგვიანეს 10 ივნისისა, უნდა გამოაგზავნოთ:

ბლოგის ბმული (რომელიც განთავსებული იქნება ავტორის ბლოგზე ან ფეისბუქზე, ნოუთის სახით);

ბლოგის ავტორის სახელი, გვარი;

ბლოგის ავტორის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია თიბისი.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

პარტნიორები