საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

როგორ და სად შევიძინოთ წიგნები ონლაინ

ახალი შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში წიგნის მაღაზიები დაიხურა. სწორედ ამიტომ, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის სოციალური მედიის არხებისა და ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ვიწყებთ გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციების ბმულების და საჭირო ინფორმაციის გაზიარებას, რომელთა მეშვეობითაც პანდემიის პერიოდში შეძლებთ მათი წიგნების შეძენას ონლაინ, ადგილზე მიტანის სერვისების საშუალებით.

გზამკვლევი, თუ სად შეგიძლიათ წიგნების შეძენა ონლაინ რეჟიმში იხილეთ აქ: http://www.gpba.ge/catalogues/1608188533.pdf

გზამკვლევი განახლდება ეტაპობრივად, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

თუ თქვენი წიგნის მაღაზია, გამომცემლობა ან წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ სერვისებს და გსურთ მითითებული იყოს მოცემულ გზამკვლევში, რელევანტური ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ მეილზე: info@gpba.ge 

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები