საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი დასრულდა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით ივლისში მეშვიდედ ჩატარდა ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ვაუჩერიზაციის პროექტის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. პროექტის შედეგად საქართველოს 64 ბიბლიოთეკას გადაეცა 450 ლარიანი ვაუჩერები. 24-მა გამომცემლობამ სპეციალურ ფასად შესთავაზა ბიბლიოთეკებს წიგნების ფართო არჩევანი. პროექტის ფარგლებში, ყველა ბიბლიოთეკამ მის მიერ შერჩეული წიგნები ადგილზე, რეგიონებში მიიღო.

პროექტის მიზანია, მთელი საქართველოს ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა ყოველწლიურად შეავსონ თავიანთი წიგნადი ფონდი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს რეგიონებში შესთავაზონ მაქსიმალურად მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურა. ამასთანავე პროექტი ხელს უწყობს საგამომცემლო სექტორის განვითარებას, საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და განათლების გავრცელებას.

ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მხარდაჭერით.

ვიდეო გალერეა
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები