საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ლიტერატურული ვიქტორინა

 #მოიგეწიგნი, რომელსაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგიტანთ!

მასობრივი თვითიზოლაციისა თუ დისტანცირების დროს ცხოვრება უფრო ხალისიანი და მრავალფეროვანი რომ გავხადოთ, 25 მარტიდან გთავაზობთ ლიტერატურულ ვიქტორინაში მონაწილეობას!

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია საშუალებას გაძლევთ კვირაში ორჯერ მოიგოთ წიგნები, რომლებსაც ჩვენი გათამაშების პარტნიორები -  „ბიბლუსი“ და „ბუქსეილი“ 24 საათში სახლში მოგიტანენ!

პირობები მარტივია:

  • ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 16:00 საათზე ასოციაციის ფეისბუკ  გვერდზე გამოქვეყნდება ერთი შეკითხვა მსოფიო ან ქართული ლიტერატურიდან;
  • გამარჯვებულად ჩაითვლება ის ადამიანი, რომელიც პირველი დაწერს სწორ პასუხს კომენტარში;
  • ჩასწორებული (edited) პასუხები არ განიხილება;
  • გამარჯვებული შეარჩევს ჩვენი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული წიგნებიდან ერთ მისთვის ყველაზე სასურველ გამოცემას;
  • „ბიბლუსის“ და „ბუქსეილის“ ადგილზე მიტანის სერვისის საშუალებით, ჩვენი გამარჯვებული საჩუქარს მიიღებს სასურველ მისამართზე;
  • „ბიბლუსის“ და „ბუქსეილის“ ადგილზე მიტანის სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით.
  • ჩვენი პარტნიორების ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა მარტივია. გადადით ბმულებზე:
  • "ბიბლუსი“ – http://bit.ly/3dtMBeL
  • „ბუქსეილი“ - http://bit.ly/2UcHzLX

#დარჩისახლში და წაიკითხე ღირებული წიგნები!

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები