საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მიმდინარე პროექტები

ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში წლებია ახორციელებს ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტს.

ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი ხორციელდება თბილისის წიგნის  საერთაშორისო ფესტივალის მსვლელობისას, რათა ბიბლიოთეკარებისათვის პროექტის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ კატალოგში მაქსიმალურად სრულად იყოს წარმოდგენილი ქართული გამომცემლობების მიერ გამოცემული წიგნების ფართო არჩევანი.

ბიბლიოთეკების ვაუჩერაზიაციის პროექტი გულისხმობს რეგიონალური ბიბლიოთეკების დაფინანსებას თბილისის წიგნის საერთშორისო ფესტივალისთვის. თითოეულ ბიბლიოთეკაზე გამოყოფილია 500 ლარიანი ვაუჩერი.  პროექტის ფარგლებში წიგნების შესყიდვას ბიბლიოთეკარები ახორციელებენ ვაუჩერების საშუალებით.  ბიბლიოთეკებს საშუალება ეძლევათ თავად გააკეთონ არჩევანი და შეიძინონ მათთვის სასურველი ლიტერატურა.

პროექტის მიზანია, საქართველოს ბიბლიოთეკებმა ყოველწლიურად შეავსონ თავიანთი წიგნადი ფონდი გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით. პროექტი ასევე ხელს უწყობს, საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც თავის თავში მოიცავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასაც.

ვაუჩერაზიაციის პროექტი ასევე გულისხმობს, ბიბლითეკებისთვის სპეციალური კატალოგის შექმნას, წიგნების ჩამონათვალით, სადაც შესულია წიგნის ანოტაცია, კატეგორია, ფასი, გამომცემლობა. რაც ბიბლიოთეკარებს საშუალებას აძლევს წინასწარ შეადგინონ მონახაზი და ბიუჯეტი მათთვის სასურველი წიგნების შესახებ. წიგნების შეძენისა და ტრანსპორტირების ხარჯებს კი აფინანსებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს დაფინანსებით.

პარტნიორები